სიახლეები და ღონისძიებები

სამეცნიერო ფესტივალი 2016 - GAU პანტომიმის სახელმწიფო თეატრში

სამეცნიერო ფესტივალი 2016 - GAU პანტომიმის სახელმწიფო თეატრში

კვირა, 25 სექტემბერი, 2016

აჩვენე კალენდარზე

25 სექტემბერს GAU-ს პროექტის „ჩემი ვაჟა-ფშაველას“ ფარგლებში ყველანი ვაჟას ჯადოსნურ სამყაროში მოვხვდით, რაშიც ბლოგების კონკურსის ახალგაზრდა მონაწილეებთან ერთად ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი და პანტომიმის სახელმწიფო თეატრის დასი დაგვეხმარა.
 
ღონისძიება მეცნიერებისა და ინოვაიცების თბილისის ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა. 
 
პროექტი „ჩემი ვაჟა-ფშაველა“ ბლოგების კონკურსს, ვაჟაზე ლევან გიგინეიშვილის ლექციასა  და პანტომიმის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლს „სტუმარ-მასპინძელს“ აერთიანებდა.
 
გამოვლინდნენ კონკურსის გამარჯვებულები, რომლებსაც კიდევ ერთხელ ვულოცავთ წარმატებას:
 
ეკატერინე ჩიქოვანს,
ნიკი ფერაძეს 
და ჟიურის სიმპათიას, მარინა ჰულსტს.
 
ძალიან გვახარებს, ვაჟა-ფშაველას პიროვნებისა და შემოქმედების მიმართ ახალი თაობის გულწრფელი და ემოციური დამოკიდებულება, რაც კონკურში წარმოდგენილმა ნამუშევრებმა აჩვენა.
 
მადლობას ვუხდით კუნკურსის ჟიურის თანამშრომლობისთვის: მწერალს, თეონა დოლენჯაშვილს, მეცნიერებათა დოქტორს, თამარ ვაშაკიძეს, GAU-ს სტუდენტს, პროზაიკოსს, მარიამ ჭუმბურიძეს.
 
ლევან გიგინეიშვილს, რომელიც GAU-ს საჯარო ლექციების ტრადიციულ სტუმრად იქცა, რადგან მისი მოხსენებების მიმართ ახალგარზდების ინტერესი არ ნელდება.
 
და განსაკუთრებული მადლიერება გვინდა გამოვხატოთ პანტომიმის სახელმწიფო თეატრის მიმართ, Georgian Pantomime Shalikashvili Pantomime State Theater - პანტომიმის სახელმწიფო თეატრი - პანტომიმის სახელმწიფო თეატრი, რომელიც მუდამ მზადაა საინტერესო წამოწყებების მხარდასაჭერად <3
 
შეხვედრა საზეიმო მიღებით დასრულდა, სადაც დამსწრეებმა მსახიობებს შთაბეჭდილებები გაუზიარეს ძალიან ემოციურ სპექტაკლზე, რომელმაც ყველაზე მთავარ ფასეულობებზე კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა.
 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა