GAU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის პროფესორის, თამარ ვაშაკიძის წიგნის წარდგენა
ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2019
23 დეკემბერს (2019) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ქართული ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის, ფილოლოგიის დოქტორის, პროფესორი თამარ ვაშაკიძის წიგნის „უებრო სიტყვისმოწმედი“ წარდგენა გაიმართა.
საღამო ეძღვნებოდა დიდი ქართველი პოეტის, მუხრან მაჭავარიანის შემოქმედებას. 2019 წელს მას 90 წელი შეუსრულდებოდა. სწორედ ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით გამოიცა ნაშრომი - „უებრო სიტყვისმოქმედი“.
მხატვარი - ლადო ტატიშვილი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პროფესორი.
პროფესორ თამარ ვაშაკიძესთან ერთად წიგნის პერფორმანსით წარდგენაში მონაწილეობდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის სტუდენტები.