GAU Alumni Party 2019

პარასკევი, 26 ივლისი, 2019

აჩვენე კალენდარზე


26 ივლისს (2019) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) არსებობის ისტორიაში პირველად გაიმართა წვეულება ყველა წლის კურსდამთავრებულისთვის.
ღონისძიების ფარგლებში, რომელიც GAU-ს ეზოში გაიმართა, ჩვენს კურსდამთავრებულებს საშუალება ჰქონდათ ფურშეტისა და ცოცხალი მუსიკის თანხლებით
სასიამოვნო და საინტერესო საღამო გაეტარებინათ თანაკურსელებისა და ლექტორების გარემოცვაში.

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ჯგუფი „არა“ და "Moku Moku", მოგვიანებით კი სცენა დაეთმო მოწვეულ DJ.
საღამოს დამატებით ღირებულებას სძენდა Giffer და მემოგრამი, რამაც სტუმრებს სამახსოვრო მომენტების დაფიქსირების საშუალება მისცა.

ჩვენი კურსდამთავრებულები იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც GAU-ს რებრენდინგის შემდეგ
პირველად იხილეს ჩვენი ახალი ლოგო, რადგან ამავე ღონისძიებაზე მოხდა მისი პრეზენტაცია და წარდგენა.

ივენთის სპონსორებს ქარვასა და FRIXX-ს მადლობას ვუხდით მხარდაჭერისთვის.


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა