Visit of GAU representatives in Spain within the framework of ERACON 2018
შაბათი, 12 მაისი, 2018
8-12 მაისს (2018) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის(GAU) ვიცე-პრეზიდენტი ნინო ტორონჯაძე, თამარა მეჭურჭლიშვილი და ანა ჩორგოლაშვილი ERACON2018-ის ფარგლებში, ეწვივნენ ესპანეთს, ქალაქ მურსიას. ვიზიტის ფარგლებში GAU-ს წარმომადგენლები შეხვდნენ ევროპისა და პარტნიორი ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, ისაუბრეს Erasmus+ პროგრამის მნიშვენლობასა და მასთან დაკავშირებულ ძირითად გამოწვევებზე. შეხვედრის შედეგად გაფორმდა მრავალი ახალი პარტნიორობა და ხელშეკრულება.
GAU ერთადერთი ქართული უნივერსიტეტია, რომელიც აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრო.
ასევე, აღსანიშნავია, რომ GAU არის European Association of Erasmus Coordinators (EAEC)-ის წევრი და სრული პარტნიორი.