18 -19 ოქტომბერს (2018) European University Association (EUA) -ს ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა სახელწოდებით 4th founding forum. ამჯერად შეხვედრას უმასპინძლა ესპანეთის რამონ ლულის უნივერსიტეტმა.
EUA ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციაა, რომელიც ემსახურება უმაღლესი განათლების განვითარებას. შეხვედრაზე განიხილებოდა ისეთი საკითხები როგორიცაა უნივერსიტეტის განვითარების სხვადასხვა მეთოდები, განათლების თანამედროვე გამოწვევები, კრიზისების მართვა, ერასმუს + ის მნიშვნელობა თანამედროვე სასწავლო დაწესებულებისთვის და ა.შ.
შეხვდრას ესწრებოდნენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნების საგარეოს საქმეთა და განათლების მინისტრები, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელები და ა.შ.