![](https://gau.edu.ge/storage/app/uploads/public/760/0f3/39f/thumb__450_480_0_0_auto.jpg)
28 დეკემბერს (2019) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ფეხბურთის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. ჩემპიონატი ერთი თვის განმავლობაში სპორტ კომპლექს გლდანში მიმდინარეობდა და მასში 16 გუნდი მონაწილეობდა. აქედან ფინალში ერთმანეთს შეეჯიბრა ორი ყველაზე ძლიერი გუნდი: GAUტანე VS. Killshot.
დაძაბაბული და ამაღელებელი თამაშის განმავლობაში ორივე გუნდი ღირსეულად იბრძოდა გამარჯვებისთვის. შეჯიბრის ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი.
მაშ ასე, 2019 წლის GAU-ს ფეხბურთის შიდა ოლიმპიადის ღირსეული გამარჯვებული გახდა გუნდი „GAUტანე“, გუნდის კაპიტანი - ლაშა ცაგარეიშვილი. ტურნირის ბომბარდირი კი გახდა გიო ცაგარეიშვილი - 23 გოლით.
ჩემპიონებს ტრადიციულად გადაეცათ GAU-ს შიდა ჩემპიონატის თასი.