GAU JBC Competition

კვირა, 22 დეკემბერი, 2019

აჩვენე კალენდარზე

22 დეკემბერს (2019) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) JBC-ის ფინალური ეტაპი გაიმართა. კონკურსანტებს მენტრობას უწევდნენ ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორები გიორგი ჩინჩალაძე და ლევან გაჩეჩილაძე.

თამაშის ფარგლებში კონკურსანტები ეცნობიან აქციებით ვაჭრობის სპეციფიკას, სწავლობენ ფინანსების, პირადი კაპიტალის მართვის კონცეფციებს და ავითარებენ გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს.

ამჯერად, JBC GAU-ს სტუდენტებისთვის ჩატარდა და მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ფაკულტეტის 8 გუნდი. ინსტრუქტაჟის შემდეგ, მონაწილეები ერთი კვირის განმავლობაში ჩართული იყვნენ ელექტრონულ ვაჭრობაში.

JBC-ის გამარჯვებული და პირველი ადგილის მფლობელი გახდა გუნდი INOVENCI - ეკატერინე პაპიაშვილი, ვახო ქვრივიშვილი, ცოტნე რამიშვილი და ნიკოლოზ შავარდენიძე. მეორე ადგილზე გავიდა გუნდი JBCBravo - ალექსანდრე კვირკვია, მიშელე ბითაძე, მაკა ონიკაშვილი, მარიამ ნაცვლიშვილი. ხოლო მესამე ადგილი დაიკავა გუნდმა QuantMod+MMM - მარიკა მაღლაკელიძე, მონიკა დიდმანიძე, გივი ნოზაძე, ნიკა ღურჭუმელია, სალომე მაისურაძე.

ბიზნეს თამაშების კონკურსი - JBC (Junior Business Competition) წარმოადგენს GAU- ინოვაციურ პროექტსრომელიც პირველად ეწყობა GAU- ინიციატივითა და ორგანიზებით. კონკურსი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ორი ფინანსური თემატიკის თამაშში - ელექტრონულ ვაჭრობა (E-Trading) და სამაგიდო თამაში ფულის მოძრაობა (Cash Flow).

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა