30 ნოემბერს (2019) კანტის აკადემიის ორგანიზებით, აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გაეროს მოდელირების კონფერენცია წარმატებით დაიხურა. 300-მდე ქართველ და უცხოელ დელეგატს ჰქონდა უნიკალური შანსი, მიეღო უმაღლესი დონის საერთაშორისო გამოცდილება. 3 დღის განმავლობაში მოერგოთ ახალგაზრდა დიპლომატების როლი და ჩართულიყვნენ საკომიტეტო სამუშაოებში. გარდა ამისა, ახალგაზრდებმა იმუშავეს ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა: დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის საკითხი, რასიზმის, ქსენოფობიის წინააღმდეგ ბრძოლა, საერთაშორისო უსაფრთხოება, ქალთა მიმართ პროფესიული სეგრეგაცია, რელიგიური შეუმწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა.
პროექტის მთავარი პარტნიორები იყვნენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU), გაეროს საერთაშორისო ასოციაცია, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.
ღონისძიებაში ოფიციალური დახურვის ცერემონიში ჩართულნი იყვნენ საქართველოში არსებული საელჩოების წარმომადგენლები და სხვა სამთავრობო დონეზე ოფიციალური პირები.
კომიტეტის თავმჯდომარეებს შორის იყვნენ GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის სტუდენტები, რომლებმაც წარმატებით გაართვეს თავი ამ საპასუხისმგებლო პროცესს. მათ შორის იყვნენ: გიორგი შარაშიძე, მარიამ მოდებაძე, ანი კობიაშვილი, ირინე მგალობლიშვილი, გიორგი დანელია, დავით იაკობაშვილი, ზუკა კალანდარიშვილი.