,,თანამედროვე საინჟინრო პროგრამული სისტემები და მათი გამოყენება’’
პარასკევი, 22 ნოემბერი, 2019
22 ნოემბერს (2019) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ინიციატივით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე ,,თანამედროვე საინჟინრო პროგრამული სისტემები და მათი გამოყენება’’. მოწვეული სტუმარი გახლდათ გრიგოლ წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის აკადემიური დოქტორი - გიორგი ნოზაძე.
ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის სტუდენტებისთვის შეხვედრა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.