2 ნოემბერს (2017) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) გაიმართა აკა მორჩილაძის საჯარო ლექცია. "ყოფა და ცხოვრება მე-19 საუკუნეში" - ამ სახელწოდების ლექციით დღეს GAU-ში შეკრებილმა ადამიანებმა პირდაპირი გაგებით ვიმოგზაურეთ წარსულში. ჩვენი საყვარელი თანამედროვე ქართველი მწერლის აკა მორჩილაძის ნაამბობმა ორი საუკუნის წინანდელ საქართველოს ისტორიულ კონტექსთან ერთად, ძველი თბილისის ფერები, სურნელი და გემო გვაგრძნობინა.
დიდი მადლობა ჩვენს გამორჩეულად საინტერესო სპიკერსა და Vici • ვიცი-ს ამ არაჩვეულებრივი შესაძლებლობისთვის, შემეცნებითი პროექტებისა და სტუდენტების წახალისებისთვის.