სიახლეები და ღონისძიებები

ლევან ბერძენიშვილი GAU-ში

ლევან ბერძენიშვილი GAU-ში

ხუთშაბათი, 14 დეკემბერი, 2017

აჩვენე კალენდარზე

14 დეკემბერს (2017), GAU-ს საჯარო ლექციების ცილკის სტუმარი გახლდათ ლევან ბერძენიშვილი, თემის სახელწოდება - ''ამერიკის ლიტერატურული ხმა''. ლევან ბერძენიშვილმა დამსწრე საზოგადოებას უამბო ამერიკულ ლიტერატურაზე, როგორც მსოფლიო ლიტერატურის მნიშვნელოვან ნაწილზე. ისაუბრა ისეთ დიდ ამერიკელ მწერლებზე, როგორებიც არიან: ერნესტ ჰემინგუეი, უილიამ ფოლკნერი, ჰარპერ ლი და ედგარ ალან პო.

ლევან ბერძენიშვილის ნაამბობმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელებზე. მან კიდევ ერთხელ შეგვახსენა იმ დიდი „განძის“ მნიშვნელობა, როგორიც ზემოთხსენებული მწერლების შემოქმედებაა. დიდი მადლობა ჩვენს გამორჩეულად საინტერესო სტუმარსა და Vici • ვიცი-ს ამ არაჩვეულებრივი შესაძლებლობისთვის, შემეცნებითი პროექტებისა და სტუდენტების წახალისებისთვის.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა