სიახლეები და ღონისძიებები

ტრენინგი GAU-სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში

ტრენინგი GAU-სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში

სამშაბათი, 02 დეკემბერი, 2014

აჩვენე კალენდარზე

გაუ-ს და არასამთავრობო ორგანიზაციის "ვიმეგობროთ" ორგანიზებით გაუ-ში 2 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისათვის ჩატარდა სემინარი:

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო და მცირემხედველ მოქალაქეებთან ურთიერთობის ეტიკეტი და დახმარების წესები''

30-მა პატრულ-ინსპექტორმა უსინათლოთა პრობლემებისა და მათთან მოქცევის ნორმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. არასამთავრობო ორგანიზაციის "ვიმეგობროთ" დამფუძნებელმა გია ჯვარშეიშვილმა, რომელიც სივრცეში ორიენტაციის სპეციალისტია, სწავლების თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილში სამართალდამცავებს დეტალურად აუხსნა იმ დამხმარე საშუალებების შესახებ, რომელთა გამოყენებითაც უსინათლო მოქალაქეებს შეუძლიათ დამოუკიდებელი ცხოვრება; გააცნო ბრაილის შრიფტის ისტორია და თავისებურებები, აჩვენა ბრაილის შრიფით დაბეჭდილი წიგნები, ტაქტილური რუკები, ნახატები და სხვა მასალა; სიმულატორის დახმარებით გამოაცდევინა, როგორ ორიენტირდება უსინათლო ადამიანი სივრცეში, გადაადგილდება თეთრი ხელჯოხის საშუალებით და აკეთებს ყველაფერს იმას, რასაც სხვები, თუ გარემო სათანადოდაა ადაპტირებული. ტრენერს ასისტენტობას უწევდნენ უსინათლო პირები და გაუ-ს მოხალისე სტუდენტები, რომლებაც წინასწარ გაიარეს შესაბამისი მომზადება.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ვიმეგობროთ'', საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა პრობლემებზე ტრენინგი 2014 წლის ოქტომბერში გაუ-ს სტუდენტებისთვისაც ჩაატარა.

მსგავსი სემინარები და შეხვედრები არა მხოლოდ პატრულ-ინსპექტორთა ან სხვა სფეროს წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, არამედ ზოგადად საზოგადოებრივი ცნობიერების გაფართოებას უწყობს ხელს.

ტრენინგის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. 

GAU არ GAUრბის სოციალურ პასუხისმგებლობას!

GAUზიარეთ ინფორმაცია მეგობრებს და შემოგვიერთდით სოციალურ აქტივობებში, რომლებიც პერმანენტულად იგეგმება!

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა