19 სექტემბერს (2019) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის (GAU) ეზოში გაიმართა GAU Welcome Party 2019.
ღონისძიებაზე ახალ GAUელებს სიტყვით მიმართეს და ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლა მიულოცეს GAU-ს პრეზიდენტმა
რ. მაიკლ ქაუგილმა და GAU-ს ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანმა ნატო ტორონჯაძემ.
განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს საამაყო და ერთგულ GAUბენდს, რომელიც ყველა ღონისძიებას
მუსიკალურად აფორმებს და ალამაზებს. ამავე ივენთზე ჩვენმა პირველკურსელებმა ლუკა გოგიბერიძემ და
ოთო ქათამაძემ ექსპრომტად შეგვისრულეს რამდენიმე სიმღერა, საღამოს დასასრულს კი სცენა დაეთმო DJ-ის.
სასიამოვნო მუსიკის, გარემოს, ფურშეტის, სამახსოვრო ფოტოებისა და გიფების გადაღების ფონზე,
GAUელები ერთად და მხიარულად შევხვდით ახალი სასწავლო წლის დაწყებას.
ყველა პირველკურსელს კიდევ ერთხელ გილოცავთ ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლას. თქვენ უკვე GAUელები ხართ!
გისურვებთ წარმატებას და გახსოვდეთ, ჩვენ ერთად ვქმნით უკეთეს საუნივერსიტეტო ცხოვრებას!