სიახლეები და ღონისძიებები

პირველკურსელთა გაცნობის დღე GAU-ში

პირველკურსელთა გაცნობის დღე GAU-ში

ოთხშაბათი, 12 სექტემბერი, 2018

აჩვენე კალენდარზე

12 სექტემბერს (2018) GAU-ში პირველკურსელთა ტრადიციული მიღება გაიმართა. მორთული ეზო, GAUბენდის ცოცხალი მუსიკა, პრეზიდენტის რ. მაიკლ ქაუგილის მისალმება, მხიარული განწყობა, საზეიმო ტორტი, ბრენდირებული საჩუქრები და სიურპრიზები - ეს ის დეტალებია, რომლებიც რეგისტრაციის დღესა და პირველ შთაბეჭდილებას პოზიტიურ მოგონებად აქცევს. ყველაზე მთავარი კი ახალი GAUელების მოღიმარი სახეები და მოტივირებული განწყობა იყო!

ამ დღეს ყოველთვის მოუთმენლად ველით, მადლობას ვუხდით ჩვენს სტუდენტებს, GAU PR კლუბის წევრებს. ეს ის GAUელები არიან, რომლებიც აქტიურად მუშაობენ GAU-ში გამართულ ყველა ღონისძიებაზე და დიდი წვლილი შეაქვთ GAU-ს საუნივერსიტეტო ცხოვრების განვითარებაში. მათი დამსახურებით GAU-ში ყოველი დღე უფრო და უფრო ლამაზდება. განსაკუთრებული მადლობა კი GAUბენდს, რომელიც GAU-ს გულია! ყოველ ღონისძიებას სასიამოვნო მუსიკით აფორმებენ.

დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერს მეტრომარტს, Metromart • მეტრომარტი რომელიც ღონისძიების სპონსორი გახლდათ. მათ დააჯილდოვეს თითოეულ ფაკულტეტზე უმაღლესი ქულებით ჩარიცხული სტუდენტები.

უკვე GAUელებო, გისურვებთ აგისრულდეთ ყველა ის სურვილი, რომელიც ჰელიუმის ბუშტებით GAUშვით ჰაერში და გახსოვდეთ, ჩვენ ერთად ვქმნით უკეთეს საუნივერსიტეტო ცხოვრებას!

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა