სიახლეები და ღონისძიებები

ბიზნესის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის გამოსაშვები - 2017

ბიზნესის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის გამოსაშვები - 2017

შაბათი, 08 ივლისი, 2017

აჩვენე კალენდარზე

8 ივლისს (2017) ბიზნესის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სფეროს ასობით ახალგაზრდა შეუერთდა - ისინი მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საერთაშორისო სტანდარტს საკუთარ პროფესიაში ახლა ყველაზე აქტიურად დაამკვიდრებენ.

სასტუმრო ბილტმორში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) საიუბილეო - მე-10 - გამოსაშვები ღონისძიება შედგა. GAU 12:00 საათზე ბიზნესის სკოლის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ბაკალავრებმა და მაგისტრებმა დაამთავრეს. კურსდამთავრებულებს სიტყვით GAU-ს პრეზიდენტმა მიმართა. რ. მაიკლ ქაუგილმა დაღუპული სტუდენტი, ბექა ხახუბია გაიხსენა, რომელსაც დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით მიაგო პატივი. პრეზიდენტმა კურსდამთავრებულებს „ბოლო გაკვეთილი“ ჩაუტარა და მნიშვნელოვანი რჩევები მისცა, რის შემდეგაც სცენაზე თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ბადრი ჯაფარიძე მოიხმო. ბატონმა ბადრიმ GAU-ს კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დამთავრება მიულოცა და საკუთარი მაგალითების გაზიარებასთან ერთად წარმატება უსურვა. აუდიტორიას სიტყვით ბიზნესის სკოლის დეკანმა, თემურ ტორონჯაძემ, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანმა, კონსტანტინე კულიჯანოვმა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის დეკანმა რუსუდან ციციშვილმა მიმართეს.

თბილი და ემოციური გამოსვლების შემდეგ შედგა რეიტინგით საუკეთესო სტუდენტების დაჯილდოება. მათ სხვადასხვა პრიზი გადაეცათ, მათ შორის კომპანია სარაჯიშვილის მიერ სპეციალურად მათთვის ჩამოსხმული კონიაკი, „პალიტრა ლ“-ის გამოცემული წიგნები, GAU-ს ბრენდირებული საჩუქრები და ერთდღიანი განტვირთვის კარგი საშუალება - ბილტმორის სპა-აბონიმენტი.

დიპლომების გადაცემის ცერემონიის შემდეგ შედგა ტრადიციული საპატიო კორიდორი, რომელშიც ყველა კურსდამთავრებულმა გაიარა და უნივერსიტეტის დამთავრება ეზოში ქუდების აყრით, ჰელიუმის ბუშტების გაშვებით აღნიშნა. ბოლოს გაიჭრა საზეიმო ტორტი და ღონისძიება არაფორმალურ გარემოში გაგრძელდა.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა