სიახლეები და ღონისძიებები

ბიზნესის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის გამოსაშვები - 2019

ბიზნესის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის გამოსაშვები - 2019

შაბათი, 13 ივლისი, 2019

აჩვენე კალენდარზე


13 ივლისს (2019) რესპუბლიკაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბიზნესის, ინფორმატიკისა და ინჟინერიის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის სტუდენტების გამოსაშვები ცერემონია გაიმართა. ბაკალავრები, მაგისტრები და დოქტორანტები თავიანთი სფეროს განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას ყველაზე აქტიურად სწორედ ახლა შეუდგებიან და შეეცდებიან მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საერთაშორისო სტანდარტის საკუთარ პროფესიაში დამკვიდრებას.

კურსდამთავრებულებს სიტყვით GAU-ს პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა მიმართა და მათ მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული და პროფესიული რჩევები მისცა, რის შემდეგაც სცენაზე მოიხმო ღონისძიების საპატიო სტუმარი აშშ-ში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გიორგი ციკოლია. ბატონმა გიორგიმ GAU-ს კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დამთავრება მიულოცა და წარმატება უსურვა თითოეულ მათგანს. აუდიტორიას სიტყვით ბიზნესის სკოლის დეკანმა, თეიმურაზ ტორონჯაძემ,ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანმა, კონსტანტინე კულიჯანოვმა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის დეკანმა, რუსუდან ციციშვილმა მიმართეს.

თბილი და ემოციური გამოსვლების შემდეგ შედგა რეიტინგით საუკეთესო სტუდენტების დაჯილდოება. წარჩინებულ სტუდენტებს GAU-სგან საჩუქრად გადაეცათ ჩვენი საამაყო წიგნი „ქართული ანბანი - 33 ემოცია“.

გრედუეიშენის ცერემონია ტორტის გაჭრით, ეზოში ქუდების აყრითა და ჰელიუმის ბუშტების გაშვებით დასრულდა, ამის შემდეგ კი ღონისძიება არაფორმალურ გარემოში გაგრძელდა.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა