შეხვედრა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის სტუდენტებთან
სამშაბათი, 26 ნოემბერი, 2019
26 ნოემებრს (2019) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) გაიმართა შეხვედრა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის სტუდენტებთან. შეხვედრას უძღვებოდნენ სკოლის დეკანი, პროფესორი რუსუდან ციციშვილი და GAU-ს პროექტების კოორდინატორი, ანანო ციცვიძე.
დეკანის ინიციატივით სტუდენტებთან ერთად განიხილეს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრა გახლდათ ინტერაქციული ხასიათის, GAUელებს მუდმივად აქვთ შესაძლებლობა პირდაპირი კონტაქტი იქონიონ დეკანებთან და ადმინისტრაციასთან და უშუალოდ ჩაერთონ კრიტიკული საკითხების გარშემო მსჯელობაში.