სიახლეები და ღონისძიებები

შეხვედრა სცენარისტ ქეთი დევდარიანთან

შეხვედრა სცენარისტ ქეთი დევდარიანთან

ოთხშაბათი, 15 მარტი, 2017

აჩვენე კალენდარზე

ამბები, რომლებშიც საკუთარ თავსა და ჩვენი საზოგადოების მრავალფეროვან წევრებს ვპოულობთ, გაშარჟებული თემები, სატირა და დრამა ყველაზე რეიტინგულ ქართულ სერიალებში, სტერეოტიპები, რომელთა გარდაქმნასაც სერიალები ემსახურება - ამ საკითხებზე GAU-ში შეხვედრა ქეთი დევდარიანთან გაიმართა.

15 მარტს (2017) საჯარო ლექციების ციკლის „GAUღე კარი გამოწვევებს“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებას ტრადიციულად GAU-ს სტუდენტები და სტუმრები დაესწრნენ. „ჩემი ცოლის დაქალების“ და „ხელოვნური სუნთქვის“ სცენარისტმა შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარმართა და აუდიტორია აქტიურად იყო ჩართული სერიალის თუ ჩვენ წინაშე მდგარი გამოწვევების განხილვაში. რა გავლენას ახდენს სერიალი მაყურებელზე, რამდენად საზიანოა სერიალზე დამოკიდებულება, რამდენად ზემოქმედებს ის საზოგადოებრივ ცნობიერებაზე და შეიძლება თუ არა მასობრივი პროდუქტი იყოს ამავე დროს ღირებული?! -ამ კითხვებზე პასუხი ქეთი დევდარიანთან ერთად თავად სტუდენტებმა, სერიალის მაყურებლებმა გასცეს. შეხვედრა მაღალი ინტერესიდან გამომდინარე 2 საათს გაგრძელდა და სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა.

მადლობას ვუხდით ქეთი დევდარიანს სტუმრობისთვის და ძალიან საინტერესო საუბრისთვის.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა