სიახლეები და ღონისძიებები

იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსის ტრენინგი

იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსის ტრენინგი

შაბათი, 01 თებერვალი, 2020

აჩვენე კალენდარზე

1 თებერვალს (2020), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი სკოლის მოსწავლეებისთვის, სახელწოდებით „სამართალი - ზოგადსაკაცობრიო და ეროვნული ფენომენის გამოვლინება“. ტრენინგი ჩატარდა ქ. მცხეთაში და მონაწილეობას იღებდნენ იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები.

ტრენინგს უძღვებოდა - სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის დეკანი, პროფესორი ზაზა რუხაძე. ასევე ლექცია წაიკითხა GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის, მოწვეულმა ლექტორმა, ქეთევან ხუციშვილმა.

ტრენინგის დასასრულს სკოლის მოსწავლეებს თავიანთი გამოცდილება და ცოდნა გაუზიარეს, სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის, მეორე კურსის სტუდენტებმა: ნიკოლოზ გოგშელიძე, ანი ლომიძე, ნიკუ საბანიძე და აჩი ბჟალავა.

დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი ტრენინგის წარმატებით დასრულებისთვის.

ტრენინგის შემდეგ გაიმართა GAU Games - გასართობი და შემეცნებითი ტიპის თამაში, რომლის გამარჯვებული გუნდის წევრებს გადაეცათ ილუზიების მუზეუმის ბილეთები.

GAU წარმატებას უსურვებს იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსის თითოეულ მონაწილეს!

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა