10 აპრილს (2018) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის (GAU) წარმომადგენლები წინანდლის მამულში შეხვდნენ ალკალას უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს, ასევე ესპანური ენისა და კულტურის ცენტრ „იბერია“-ს დამფუძნებელს, ქეთი გოგრილაძეს.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს სამომავლო პარტნიორობა, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ამოქმედება GAU-სა და ალკალასა შორის.
ამავე დღეს GAU-ში დაფუძნდა ესპანური ენისა და კულტურის ცენტრი - „იბერია“.