სიახლეები და ღონისძიებები

საჯარო საუბრების სერია "GAUმომავალისთვის": რამაზ ფარესაშვილი - შეთქმულების თეორიები და მათი გავლენა

საჯარო საუბრების სერია "GAUმომავალისთვის": რამაზ ფარესაშვილი - შეთქმულების თეორიები და მათი გავლენა

ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2020

აჩვენე კალენდარზე

11 ივნისს (2020), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მხარდაჭერითა და ჩვენი სტუდენტების ინიციატივით საჯარო ლექციების სერია "GAU მომავლისთვის" ფარგლებში მორიგი საინტერესო შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრის სტუმარი იყო ისტორიკოსი და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი, რამაზ ფარესაშვილი, რომელმაც ძალიან საინტერესო და აქტუალურ თემაზე ისაუბრა - ,,შეთქმულების თეორიები და მათი გავლენა’’. შეხვედრას მოდერატორობას უწევდა GAU-ს გარე კომუნიკაციების მენეჯერი, ანანო ციცვიძე.

შეთქმულების (კონსპიროლოგიური) თეორიები სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის ფართო ფენებზე ახდენს გავლენას. ხშირ შემთხვევაში ეს თეორიები უმტკივნეულოა და მხოლოდ ინტელექტუალურ შიმშილს კლავს. ამავდროულად, ზოგიერთი ასეთი თეორია ნეგატიურ კულტუროლოგიურ და ზოგჯერ, ნეგატიურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ გავლენას ახდენს ამა თუ იმ სახელმწიფოს მოსახლეობაზე და საინფორმაციო ომის ქმედითი ნაწილია. საინტერესოა ასევე, შეთქმულების თეორიების პროპაგანდისტული მხარე და მისი ზემოქმედება საზოგადოებრივ აზრზე.

ბატონ რამაზთან ერთად შევეცადეთ გაგვერკვია ვინ და რა მიზნით ქმნის და ავრცელებს შეთქმულების თეორიებს.

#WeAreGAU #GAUმომავლისთვის

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა