სიახლეები და ღონისძიებები

პროფესორ პეტრ ოცელიკის ვიზიტი GAU-ში

პროფესორ პეტრ ოცელიკის ვიზიტი GAU-ში

შაბათი, 06 მაისი, 2017

აჩვენე კალენდარზე

2017 წლის 2-6 მაისს, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის მოწვევით GAU-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა მასარიკის უნივერსიტეტის (ჩეხეთის რესპუბლიკა) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული კვლევების დეპარტამენტის პროფესორი პეტრ ოცელიკი.
 
ვიზიტის ფარგლებში პროფესორი ოცელიკი შეხვდა სკოლის დეკანსა და უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტს პროფესორ ზაზა რუხაძეს, შეხევედრაზე განხილულ იქნა ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. ასევე, ვიზიტის ფარგლებში, პროფესორმა ოცელიკმა წაიკთხა საჯარო მოხსენება GAU-ს სტუდენტებისათვის თემაზე „კლიმატური ცვლილების პოლიტიკა ჩეხეთის რესპუბლიკაში“, რა დროსაც მომხსენებელმა ისაუბრა ჩეხეთის რესპუბლიკაში კლიმატური ცვლილების პოლიტიკის თავისებურებების შესახებ, როგორც პოლიტიკურ, ასევე სოციალურ კონტექსტებში.
 
ლექციაზე ასევე განხილულ იქნა ენერგოპოლიტიკის გამოწვევები ჩეხეთის რესპუბლიკის მაგალითზე.
 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა