20 ნოემბერს (2019) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ორგანიზებით გაიმართა სოციოლოგისა და ფილოსოფოსის, პროფესორ გიგი თევზაძის საჯარო ლექცია.
შეხვედრის მთავარი თემა იყო მისი ახალი წიგნი სახელწოდებით "ათი წერილი მკითხველს თავისუფლების და ჩვენ შესახებ". ლექცია ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, მსმენელი თემის ბევრ მნიშვნელოვან ასპექტს შეეხო და გაჟღერდა ბევრი საინტერესო კითხვა.