სიახლეები და ღონისძიებები

ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაცია Savvy-ის საინფორმაციო შეხვედრა GAU-ში

ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაცია Savvy-ის საინფორმაციო შეხვედრა GAU-ში

ორშაბათი, 16 დეკემბერი, 2019

აჩვენე კალენდარზე

16 დეკემბერს (2019) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში (GAU) გაიმართა კომპანია Savvy-ის თანადამფუძნებელთან, თორნიკე ჩხაიძესთან შეხვედრა. ბიზნესის სკოლის სტუდენტებთან მან ისაუბრა დასაქმების შესაძლებლობებზე, რომელსაც მათი კომპანია სთავაზობს ახალგაზრდებს. სტუდენტებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს, როგორც კომპანიის და მათი საქმიანობის შესახებ, ასევე სტაჟირების და დასაქმების პროგრამებზეც.

SavvY არის ქართული ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაცია, რომელიც ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს. ისინი მათ კლიენტებს, მათ მიერ შემუშავებული მიდგომებით აძლევენ საშუალებას განახორციელონ მდგრადი, გრძელვადიანი და მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ, როგორც ინდივიდუალური იდეების წარმატებულ განხორციელებას, ასევე უკვე არსებული კომპანიების ზრდასა და განვითარებას. SavvY ქართულ ბაზარზე არსებულ გამოწვევებს პასუხობს განსხვავებული, პროგრესული და ინოვაციური მიდგომებით. ადგილობრივი ბაზრის და თანამედროვე ტრენდების სიღრმისეული ცოდნა საშუალებას მათ აძლევთ ეფექტურად მოვარგონ საუკეთესო საერთაშორისო ბიზნეს სტანდარტები ქართულ რეალობას და შევქმნან ქართული წარმატების მოდელი.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა