13-14 თებერვალს წლევანდელი სპორტული აქტივობები ბილიარდის ჩემპიონატით გაიხნსა, ჩვენი სტუდენტები კი აგრძელებენ GAU-ს სახელით ასპარეზობას. სპორტის სტუდენტური ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ჩემპიონატში („პული“ ) GAU-ს სახელით მონაწილეობდნენ:
- დათა იმედაშვილი (H ჯგუფი)
- თემო მღვდელაძე (E ჯგუფი)
- ნიკა გიგაური (A ჯგუფი)
- გიორგი ქარცხია (F ჯგუფი)
ნიკა გიგაურს და გიორგი ქარცხიას საწყის ეტაპზევე მოუხდათ ჩემპიონატის დატოვება. თემო მღვდელაძემ 5 თამაშიდან 3 წარმატებით დაასრულა, ბოლოს კი უმცირესი სხვაობით დამარცხდა. დათა იმედაშვილმა 5 თამაშიდან 4-ში წარმატებით იასპარეზა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პირველი გამოწვევა GAU-ს სტუდენტებმა საკმაოდ კარგად მიიღეს, ამიტომ მადლობას ვუხდით და წარმატებას ვუსურვებთ მათ.