სიახლეები და ღონისძიებები

ადამიანის უფლებათა დაცვის დღე GAU-ში - იუსტიციის მინისტრი

ადამიანის უფლებათა დაცვის დღე GAU-ში - იუსტიციის მინისტრი

ხუთშაბათი, 10 დეკემბერი, 2015

აჩვენე კალენდარზე

ადამიანის უფლებათა კვირეული GAU-ში იუსიტიციის მინისტრის სტუმრობით დასრუდა.

10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, თეა წულუკიანი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრა GAU-ს პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა გახსნა. იუსტიციის მინისტრმა ადამიანთა უფლებების დაცვისა და ზოგადად ცხოვრების გაუმჯობესებისკენ მიმართულ რეფორმებზე ისაუბრა. თეა წულუკიანმა ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო ნაბიჯებზე, რომლებიც სასამართლოსა და პროკურატურის პოლიტიკისგან გათავისუფლებას, ოჯახში ძალადობის აღმოფხვრას, არასრულწლოვანთა ახალ ჰუმანურ კოდექსს, არჩევნების თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას ემსახურება.

საუბარი უშუალო და გულახდილი იყო. მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც GAU-ს სტუდენტებმა და ლექტორებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხები.

იუსტიციის მინისტრმა საკუთარი სტუდენტობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ დღევანდელ ახალგაზრდებს წინსვლისა და განვითარებისთვის შეუდარებლად უკეთესი მოცემულობა აქვთ. თეა წულუკიანმა ისაუბრა ფასეულობებზე, რომელსაც საქმის ერთგული ადამიანები ახალგაზრდებს დაუტოვებენ და რომლებიც მათ არასდროს უნდა დათმონ.

შეხვედრა სამახსოვრო ფოტოებისა და სტუდენტებთან „სელფების“ გადაღებით დასრულდა.

იხილეთ ლექციის ვიდეო ბმულზე - https://www.youtube.com/watch?v=_MP_3BLHf7s&list=PLqq8kKx8Ow0c2tfEm4RAPBXQaL3yI78ps&index=1

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა