12 მაისს (2019) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირის ფინალი გაიმართა. ტურნირი GAU-სა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის #42 საჯარო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.
ტურნირი, რომელიც ახალგაზრდებში მეცნიერებისადმი ინტერესის წახალისებას ემსახურება და პოპულარული ფორმატია მსოფლიოში, საქართველოში, სკოლებს შორის პირველად ჩატარდა და მასში 7 გუნდი იღებდა მონაწილეობას თბილისის სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლიდან.
ორი ჯგუფური ეტაპის შეჯამებით დამოუკიდებელმა ჟიურიმ გამოავლინა ტურნირის სამი ფინალისტი:
1. ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის #42 სკოლა - 84.50 ქულა
2. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის #199 სკოლა - 83.33 ქულა
3. ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - 82.33 ქულა
ჟიურის გადაწყვეტილებით, ახალგზარდა ნატურალისტთა ტურნირის გამარჯვებული გახდა კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის #199-ე სკოლის გუნდი. დაძაბული ფინალის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, სადაც აუდიტორიას სიტყვით მიმართეს GAU-ს პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა, ტურნირის ორგანიზატორებმა და ჟიურის წევრებმა. მათ ხაზი გაუსვეს ამ პროექტის მნიშვნელობას და წარმატება უსურვეს თითოეულ მონაწილეს.
გამარჯვებულ გუნდს მენტორთან ერთად GAU-სგან საჩუქრად გადაეცემა 2-დღიანი საგზური კახეთში, სასტუმროში "როიალ ბატონი", ხოლო კონკურსის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატით. ფინალური ტურის მონაწილეებს ასევე გადაეცემათ ვაუჩერები სხვადასხვა გასართობ აქტივობებზე (ფეინთბოლი, ბოულინგი, კარტინგი).
GAU წარმატებას უსურვებს ახალგზარდა ნატურალისტთა ტურნირის თითოეულ მონაწილეს!