ყაზახეთის XXIV საერთაშორისო გამოფენა - განათლება და კარიერა 2025!
ოთხშაბათი, 10 დეკემბერი, 2025
ყაზახეთში ქალაქ ალმათში გამართული საგანმანათლებლო გამოფენის ფარგლებში GAU-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანმა, ანასტასია ბაჯიაშვილმა და ბიზნესის სკოლის აკადემიურმა მენეჯერმა, მარია არქანიამ აბიტურიენტებს GAU-ს ინგლისურენოვანი პროგრამები წარუდგინეს. (18.11.2025)
გამოფენა მიზნად ისახავდა საქართველოს, როგორც საგანმანათლებლო ჰაბის პოპულარიზაციასა და საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის GAU-ს პროგრამების, შეთავაზებებისა და სხვა შესაძლებლობების გაცნობას.
გამოფენის ფარგლებში ასევე განხილულ იქნა სხვადახვა უნივერსიტეტსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პერსპექტივები.