შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს 2025 წლის 26 დეკემბრიდან ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!
პარასკევი, 26 დეკემბერი, 2025
შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს 2025 წლის 26 დეკემბრიდან ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე ელექტრონული სახით;
- CV;
- შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხოეთში მიღებული აკადემიური ხარისხის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
- სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
- გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია;
- უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული პროგრამით გათვლისწინებული ან/და წასაკითხად შემოთავაზებული სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი, ელექტრონული ვერსია;
- ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ;
- პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
რეკომენდებულია აპლიკანტის მიერ დამატებით შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
-
სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
-
საგრანტო პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სამეცნიერო საბჭოების, რედკოლეგიების, საექსპერტო კომისიების წევრობის დამადასტურებელო დოკუმენტაცია;
-
დოქტორანტთა (დისერტანტთა) სამეცნიერო ხელმძღვანელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
-
უცხოეთის უნივერსიტეტებში მოღვაწეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
-
უცხო ენის (ინგლისური) ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
-
კონკურსანტებმა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონული სახით შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე vacancy@gau.edu.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითონ მიმართულება და პოზიცია.
საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2026 წლის 26 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით.
კონკურსი ტარდება ერთ ან ორ ეტაპად. კონკურსის პირველი ეტაპი მიმდინარეობს საბუთების შერჩევის სახით. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით ინიშნება კონკურსის მეორე ეტაპი.
კონკურსის მეორე ეტაპზე გასულ მონაწილესთან შეიძლება დაინიშნოს გასაუბრება ან/და მოეთხოვოს საჩვენებელი ლექციის ჩატარება დისტანციურად, შესაბამისი პროგრამა მეშვეობით, საგანმანათლებლო პროგრამის/სასწავლო კომპონენტის ენის შესაბამისად.
აკადემიურ თანამდებობაზე არჩეული პირის შრომის პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის პრეზიდენტსა და პერსონალს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით.
კონკურსი ჩატარდება 9 თებერვალს, ხოლო საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 11 თებერვალს.
იხილეთ აკადემიური პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
იხილეთ საკონკურსო ადგილები:
|
ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული |
მიმართულება, დარგი/სპეციალობა |
საკონსკურსო თანამდებობა |
|
ბიზნესის სკოლა |
ფინანსური მათემატიკა |
ერთი პროფესორი |
|
ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა |
ინფორმატიკა |
ერთი პროფესორი |
|
ორი ასოცირებული პროფესორი |
||
|
მშენებლობა |
ორი პროფესორი |
|
|
ერთი ასოცირებული პროფესორი |
||
|
მედიცინის სკოლა |
ანესთეზიოლოგია |
ერთი ასისტენტი |
|
ბიოტექნოლოგია, ბიოქიმია |
ერთი პროფესორი |
|
|
ბიოქიმია |
ერთი პროფესორი |
|
|
გასტროენტეროლოგია |
ერთი ასისტენტი |
|
|
ზოგადი და პლასტიკური ქირურგია |
ორი ასისტენტ-პროფესორი |
|
|
ზოგადი ქირურგია |
ერთი პროფესორი |
|
|
ლაბორატორიული ხარისხის კონტროლი |
ერთი ასისტენტ-პროფესორი |
|
|
მეან-გინეკოლოგია |
ერთი ასისტენტი |
|
|
მოლეკულური ბიოლოგია |
ერთი ასოცირებული პროფესორი |
|
|
ონკოლოგია |
ორი ასისტენტი |
|
|
ორგანოთა სისტემები |
ერთი ასოცირებული პროფესორი |
|
|
|
სამი ასისტენტი |
|
|
ოტორინოლარინგოლოგია |
ერთი ასოცირებული პროფესორი |
|
|
პათოლოგია/ფარმაკოლოგია |
ერთი ასისტენტი |
|
|
რეანიმატოლოგია |
ერთი ასისტენტ-პროფესორი |
|
|
რევმატოლოგია |
ერთი ასოცირებული პროფესორი |
|
|
საზოგადოებრივი ჯანდაცვა |
ერთი ასისტენტ-პროფესორი |
|
|
ერთი ასისტენტი |
||
|
სამეცნიერო კვლევა |
ერთი პროფესორი |
|
|
სასამართლო მედიცინა |
ერთი ასისტენტი |
|
|
სასიცოცხლო მეცნიერებები |
ერთი ასოცირებული პროფესორი |
|
|
ერთი ასისტენტი |
||
|
სოციალური და ქცევითი მეცნიერებები |
ერთი ასოცირებული პროფესორი |
|
|
სტომატოლოგია |
ერთი პროფესორი |
|
|
ტრავმატოლოგია |
ერთი ასისტენტი |
|
|
უროლოგია |
ერთი ასისტენტ-პროფესორი |
|
|
ფარმაკოლოგია |
ერთი პროფესორი |
|
|
ფარმაცია, ფარმაკოლოგია |
ერთი ასისტენტ-პროფესორი |
|
|
ქიმია |
ერთი ასისტენტ-პროფესორი |
|
|
ქირურგია |
ერთი ასოცირებული პროფესორი |
|
|
ერთი ასისტენტი |
||
|
შინაგანი სნეულებები |
ერთი ასისტენტი |
|
|
ჰიგიენა |
ერთი ასისტენტ-პროფესორი |
|
|
სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა |
საერთაშორისო ურთიერთობები |
ერთი პროფესორი |
|
ერთი ასოცირებული პროფესორი |
||
|
საჯარო სამართალი |
ერთი ასოცირებული პროფესორი |
|
|
ერთი ასისტენტი |
||
|
სამართლებრივი ტექნოლოგია |
ერთი ასოცირებული პროფესორი |
|
|
სამართლის ფილოსოფია |
ერთი ასოცირებული პროფესორი |
|
|
სამართლის სოციოლოგია |
ერთი ასოცირებული პროფესორი |
|
|
ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ლიბერალური განათლების სკოლა |
ინგლისური ფილოლოგია |
ორი პროფესორი |
|
მედიაპროდუქცია და ვიზუალური მეთოდები დიზაინში |
ორი ასოცირებული პროფესორი |
|
|
ქართული ფილოლოგია |
ერთი პროფესორი |