“პირველი შემთხვევის ადგილზე - First On the Scene (FOTS)” უკრაინის მოქალაქეებისთვის
ხუთშაბათი, 14 აპრილი, 2022
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებისთვის აცხადებს სრულად დაფინანსებულ კურსს.
“პირველი შემთხვევის ადგილზე - First On the Scene (FOTS)” NAEMT-ის მიერ შექმნილი კურსია, რომელიც ყველა დაინტერესებულ პირს ასწავლის საბაზისო გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე.
სასწავლო კურსი მოიცავს:
- გარემოს შეფასება - უსაფრთხო გარემო
- გულის უეცარი გაჩერების დროს კომპრესიები/ზეწოლები გულმკერდზე სისხლის მომიქცევის შესანარჩუნებლად
- მწვავე ალერგიული რეაქციის დროს დახმარება, ეპიფენის აუტოინჯექტორის გამოყენება
- ოპიოიდური მოწამვლების ამოცნობა და პირველადი დახმარება
- ტრავმული პაციენტის პირველადი დახმარება შემთხვევის ადგილზე - გულმკერდის ტრავმა
- სისხლდენის ტიპები და შეჩერების ტექნიკები - ლახტის გამოყენება
- პირველადი დახმარება უცხო სხეულის გადაცდენის დროს
- დაშავებულის გადაყვანა უსაფრთხო ადგილას და უსაფრთხო პოზიცია
კურსი მოიცავს თეორიულ მასალასა და პრაქტიკული უნარების შესწავლას სიმულაციურ პაციენტზე და მულაჟზე.
კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელები/სტუდენტები მიიღებენ NAEMT-ის First On the Scene (FOTS)-ის საერთაშორისო სერტიფიკატებს.
კურსზე რეგისტრაციისთვის დაუკავშირდით GAU-ს მედიცინის სკოლის ტრენინგ ცენტრს: gautrainingcenter@gau.edu.ge ან (+995) 591 69 81 88.