სიახლეები და ღონისძიებები

გრონინგენ-თბილისის ერთობლივი საერთაშორისო საზაფხულო სკოლა GAU-ში!

გრონინგენ-თბილისის ერთობლივი საერთაშორისო საზაფხულო სკოლა GAU-ში!

პარასკევი, 15 ივლისი, 2022

აჩვენე კალენდარზე

2022 წლის 11-15 ივლისს ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა გრონინგენ-თბილისის ერთობლივ საერთაშორისო საზაფხულო სკოლას ‘გლობალური კონფლიქტი, უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები საერთაშორისო სამართლებრივი პერსპექტივიდან. 

საზაფხულო სკოლა ორგანიზებული იყო ერთობლივად გრონინგენის უნივერსიტეტის (ნიდერლანდები), აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიერ. მასში მონაწილეობა უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა მიიღეს. 

საზაფხულო სკოლის მომხსენებლები კი იყვნენ პროფესორები, დოქტორანტები და პრაქტიკოს იურისტები ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან და საქართველოდან. საზაფხულო სკოლის გახსნისას მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტმა მაიკლ ქოუგლმა, გრონინგენის უნივერსიტეტის ტრანსსასაზღვრო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პროფ. მარსელ ბრუსმა და აკადემიკოს ლევან ალექსიძის ფონდის დამფუძნებელმა პროფ. ქეთევან ხუციშვილმა. 

სკოლის ფარგლებში ჩატარდა ლექციები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ძალის გამოყენება, შეიარაღებული კონფლიქტების სამართალი, მიგრაციის კრიზისი, ადამიანის უფლებების გამოყენება შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ერთა თვითგამორკვევის უფლება, სახელმწიფოებრიობის გამოცხადება, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მანდატი და ა.შ. სკოლის ფარგლებში მონაწილეები ასევე ჩაერთვნენ პრაქტიკულ სავარჯიშოში - გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს მოდელირებაში, რომელიც შეეხებოდა გარემოს დაცვის საკითხების სავარაუდო ინტეგრირებას უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა