GAU x IPAG Business School - MBA Double Degree program!
შაბათი, 21 თებერვალი, 2026
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში განსაკუთრებული სიახლეა - ორმაგი დიპლომის მქონე სამაგისტრო პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია!
GAU-ს ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამას,IPAG Business School-თან თანამშრომლობის ფარგლებში, Dual კვალიფიკაციის შესაძლებლობა დაემატა ფრანგულ უნივერსიტეტთან.
საფრანგეთის განათლების სამინისტროს მიერ სრულად აკრედიტებული IPAG Business School პარიზშია დაფუძნებული და ფლობს ბიზნეს განათლების ორ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო აკრედიტაციას — AACSB-სა და EFMD-ს.
ეს პარტნიორობა GAU-ს სტუდენტებს სამ უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს:
- მიიღონ ორი დიპლომი ერთდროულად
- გაატარონ ერთი წელი პარიზში საერთაშორისო აკადემიურ გარემოში
- გახსნან კარი ევროპულ და გლობალურ შრომის ბაზარზე სრულფასოვანი კვალიფიკაციით.