ESJF და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან არსებული ებრაული კვლევების ცენტრი გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ორ დღიან ონლაინ მასტერკლასში “ებრაული საფლავების დაცვა საქართველოში”, 2022 წლის 15-16 ივნისს.
ევროპის ებრაული საფლავების ინიციატივა (ESJF) არის გერმანიაში დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც 2015 წლიდან მუშაობს ებრაული საფლავების დაცვასა და მოვლაზე აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში.
ებრაული სასაფლაოები არის დასტური, ებრაელი ხალხის საუკუნოვანი ისტორიისა საქართველოში. ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი ისტორიკოსები, მუზეუმის თანამშრომლები, ადგილობრივი აქტივისტები და სხვა დაინტერესებული მხარეები საკვანძო როლს ასრულებენ სასაფლაოების დაცვაში.
ჩვენ გიწვევთ, შემოუერთდეთ ჩვენს ძალიხმევას და აქტივობებს!
სემინარის დროს, თქვენ შეძლებთ:
- გაიგოთ მეტი ებრაული სასაფლაოებისა და მათი კულტურული მნიშვნელობის შესახებ საქართველოში
- გაიუმჯობესოთ უნარები ებრაული საფლავის ქვების წაკითხვასა და დათარიღებაში
- გააზიაროთ გამოცდილება ებრაული საფლავების დაცვის მიმართულებით
- იმსჯელოთ ებრაული საფლავების დაცვის საუკეთესო გზებსა და ინიციატივებზე
მასტერკლასი ხორციელდება ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით ებრაული მემკვიდრეობის ფონდსა და Centropa-სთან თანამშრომლობით. ჩვენ ვგეგმავთ მოვიწვიოთ წამყვანი სპეციალისტები ამ მიმართულებით, რომლებიც გააზიარებენ ცოდნას და გამოცდილებას მულტიმედია სივრცის გამოყენებით.
მონაწილეობისთვის შეავსეთ კითხვარი.