,,ტრავმული პაციენტის მართვა პრე-ჰოსპიტალურ დონეზე PHTLS" კურსი
სამშაბათი, 14 თებერვალი, 2023
თუ გსურს შეისწავლო ტრავმული პაციენტის მართვა პრეჰოსპიტალურ დონეზე მაშინ, მოდი GAU-ში, რადგან GAU-ს მედიცინის ტრენინგ ცენტრი გთავაზობს NAEMT-ის ავტორიზებულ კურსს: „Pre - Hospital Trauma Life Support (PHTLS)“.
4-5 თებერვალს კურსს ესწრებოდნენ გადაუდებელი დახმარების ექიმები, რომლებმაც მიიღეს ინფორმაცია ტრავმის მართვის თანამედროვე მეთოდებზე. ტრენინგის ბოლოს გაიცა საერთაშორისო სერტიფიკატები ( PHTLS Provider) ოთხწლიანი ვადით.
კურსს უძღვებოდნენ NAEMT-ის სერტიფიცირებული ინსტრუქტორები: ირინა წირქვაძე მაგდა გერანტია და ომარ პაპაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მედიცინის სკოლის ტრენინგ ცენტრი 2020 წლიდან ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) საერთაშორისო ტრენინგ ცენტრი და NAEMT-ის ავტორიზებული სასწავლო ცენტრია.
PHTLS-ის კურსის ჩატარების შემდგომი თარიღია: 4-5 მარტი
დარეგისტრირდი PHTLS-ის კურსზე დღესვე: https://cutt.ly/qEY3R8e
გაიგე მეტი ტრენინგ ცენტრის შესახებ: https://bit.ly/3HE1DhL