ცხადდება გაცვლითი პროგრამა - სონგშინის ქალთა უნივერსიტეტში, კორეაში!
ორშაბათი, 15 აპრილი, 2024
ქართულ-ამერიკული უნივერისტეტი აცხადებს გაცვლით პროგრამას, სონგშინის ქალთა უნივერსიტეტში, კორეა! პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში (2024-2025 სასწავლო წლის, შემოდგომის სემესტრი).
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის, ასევე, ინფორმატიკისა და ინჟინერიის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის საბაკალავრო პროგრამის, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს და ამავე ფაკულტეტების სამაგისტრო პროგრამის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს.
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც მდედრობითი, ასევე მამრობითი სქესის წარმომადგენლებს.
- საშუალო შეწონილი ქულა (GPA) უნდა აღემატებოდეს 3.0-ს.
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა, რაც შემოწმდება გასაუბრების შედეგად (საერთაშორისო სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად);
- „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.
დაფინანსება მოიცავს:
- უფასო სწავლა;
- ყოველთვიური სტიპენდია;
- ფრენის ხარჯების ანაზღაურება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:
- პასპორტის ასლი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- სასურველია ინგლისური ენის სერტიფიკატი
- დეკანის რეკომენდაცია (მხოლოდ სამართლისა და ჰუმანიტარული სკოლებისთვის)
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის მიღება/შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტაციის შემოწმება/კანდიდატურის არჩევა/ სტიპენდიის მონიჭება (მიმღები უნივერსიტეტი - Sungshin Women's University)
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
- 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 22 აპრილის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: სონგშინის ქალთა უნივერსიტეტი, ბაკალავრი ან სონგშინის ქალთა უნივერსიტეტი, მაგისტრი
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge ana.zanqaidze@gau.edu.ge