სიახლეები და ღონისძიებები

გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის ალკალას უნივერსიტეტში, ესპანეთში

გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის ალკალას უნივერსიტეტში, ესპანეთში

ოთხშაბათი, 02 მარტი, 2022

აჩვენე კალენდარზე


ადმინისტრაციული პერსონალისთვის ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამაზე, ალკალას უნივერსიტეტში, ესპანეთში!

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • GAU-ს ადმინისტრაციულ პერსონალს.
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა, ესპანური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • შერჩეული აპლიკანტი უნდა იყოს სრულად ვაქცინირებული.

დაფინანსება მოიცავს:

  • დღიურად 160 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად, ჯამში 1120 ევროს. 
  • 530 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;

საჭირო დოკუმენტაცია:

  • CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე; 
  • სამოტივაციო წერილი
  • ბიომეტრული პასპორტი; 
  • პასპორტის ფოტო
  • მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.

Mobility agreement (training); 

შერჩების კრიტერიუმები: 

GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე ადმინისტრაციული/დამხმარე პერსონალისათვის

შესარჩევი პროცესი:

  • კანდიდატების მოკლე სიის შედგენა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • 6-10 ივნისი, 2022


კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 10 მარტამდე, 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: "ალკალას უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული პერსონალი" 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: t.mechurchlishvili@gau.edu.ge 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა