![](https://gau.edu.ge/storage/app/uploads/public/072/6c4/1cf/thumb__450_480_0_0_auto.jpg)
სემიოტიკის X სამეცნიერო კონფერენცია - "სიყვარულის სემიოტიკა"
შაბათი, 05 დეკემბერი, 2020
5 დეკემბერს (2020) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლისა და სემიოტიკის კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა სემიოტიკის X სამეცნიერო კონფერენცია, რომლის მთავარი თემა იყო "სიყვარულის სემიოტიკა".
კონფერენციაზე მონაწილეებმა წარადგინეს თავიანთი მოხსენებები. ამავე კონფერენციის ფარგლებში შედგა გიგი თევზაძის ახალი წიგნის - „კრიტიკული აზროვნების მეგზური“ - პრეზენტაცია და პრეზენტაცია წიგნისა „მსოფლიო თეატრის ისტორია - XIX საუკუნის მსოფლიო თეატრი (მოდერნისტულ თეატრამდე)“, წიგნი წარადგინა ასოც. პროფ. ლაშა ჩხარტიშვილმა.