ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით და თითოეული თქვენგანის უსაფრთხოების მიზნით, პირველკურსელთა რეგისტრაცია ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გაიმართება ონლაინ რეჟიმში.
- გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა თქვენი ფაკულტეტის შესაბამისად, შეიყვანოთ სწორი მონაცემები და ატვირთოთ საჭირო დოკუმენტები. ონლაინ რეგისტრაციის ბოლო თარიღია ოთხშაბათი, 16 სექტემბერი.
- სარეგისტრაციო ფორმა ➡️ http://bit.ly/GAU-registration
- აკადემიურ საკითხებთან დაკავშირებით სპეციალური მოთხოვნის/კითხვის შემთხვევაში გთხოვთ, ისარგებლოთ კომენტარის გრაფით.
- კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ➡️ (+995 32) 220 65 20
- რეგისტრაციის შემდეგ, SMS-ით გამოგეგზავნებათ პირველი ონლაინ შეხვედრის ბმული, სადაც შესაძლებლობა გექნებათ გაესაუბროთ თქვენს დეკანს, აკადემიურ გუნდსა და სტუდენტურ ომბუდსმენს.
გისურვებთ წარმატებებს!