სიახლეები და ღონისძიებები

ქალთა მიმართ ძალადობის 16-დღიანი კამპანია: ჩვენ ვპასუხობთ, ჩვენ ვმოქმედებთ

ქალთა მიმართ ძალადობის 16-დღიანი კამპანია: ჩვენ ვპასუხობთ, ჩვენ ვმოქმედებთ

პარასკევი, 09 დეკემბერი, 2022

აჩვენე კალენდარზე

9 დეკემბერს, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ქალთა მიმართ ძალადობის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციას და მის წარმომადგენელს საქართველოში, კაორი იშიკავას ვუმასპინძლეთ.

ღონისძიება გაიმართა პანელური დისკუსიის ფორმატში, რომლის მთავარი საკითხები იყო ქალთა გაძლიერების მნიშვნელობა და გამოწვევები. სპიკერებმა ყურადღება გაამახვილეს განათლების, როგორც ქალთა პიროვნული გაძლიერების მთავარ და შეუცვლელ ფუნდამენტზე. ასევე, მათ პერსონალური გამოცდილება გაუზიარეს მსმენელებს და მიმოიხილეს გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის მექანიზმები. განსაკუთრებული აქცენტები დაისვა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების თემაზე, როგორც მნიშვნელოვან იარაღზე ქალთა მიმართ ძალადობის საპასუხოდ და პრევენციისთვის.

GAU 16-დღიან კამპანიას უერთდება გზავნილით ჩვენ ვპასუხობთ, ჩვენ ვმოქმედებთ!

2023 წლიდან, GAU-ს პასუხი და ქმედება ქალთა გაძლიერების მიმართულებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, ახალი ინიციატივების შემუშავება, რეგიონებში ქალებისთვის მეწარმეობის, პიროვნული ზრდისა და ტექის უნარების განვითარება იქნება.

We Respond! We React!

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა