სიახლეები და ღონისძიებები

სემიოტიკის მე-12 სამეცნიერო კონფერენცია: ციფრული ეპოქა და სემიოტიკა

სემიოტიკის მე-12 სამეცნიერო კონფერენცია: ციფრული ეპოქა და სემიოტიკა

ორშაბათი, 17 ოქტომბერი, 2022

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი GAU ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა
და 

სემიოტიკის კვლევითი ცენტრი

გიწვევთ

სემიოტიკის მე-12 სამეცნიერო კონფერენციაზე

17-18 დეკემბერი, 2022 წელი

თემა: ციფრული ეპოქა და  სემიოტიკა

  

ციფრულმა ეპოქამ სემიოტიკაც ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. იცვლება ადამიანის ცნობიერებაც და, შესაბამისად, აზრის გამოხატვის ფორმები;  ერთი მხრივ, მნიშვნელობები დაკარგეს ნიშნებმა და, მეორე მხრივ, ძალას იკრებს ახალი სემიოზისი.

  

ციფრული პლანეტა, კიბერ-ქალაქი, ადამიანის ახალი, ციფრული იდენტობა, ნაპრალი რეალურსა და ვირტუალურს შორის, სოციალური ქსელების კომუნიკაცია, ახალი ნიშნები... ვიზუალური კომუნიკაციის აქტივაცია, ემოჯების ენა... ციფრული გლობალიზაცია, ციფრული ხელოვნება; მინიმალიზმი, როგორც სტილური ნიშანი, ციფრული მედია, მეცნიერებისა და ხელოვნების სინთეზი - ეს და მრავალი სხვა საკითხი, რომელზეც გიფიქრიათ და ახალი ცოდნა და გამოცდილება დაგიგროვებიათ, საინტერესო იქნება კონფერენციისთვის.


მოხსენებები მიიღება აგრეთვე შემდეგი მიმართულებით:


  • ენისა და ლიტერატურის სემიოტიკა
  • კულტურის სემიოტიკა
  • სემიოტიკის ისტორია და თეორია


კონფერენციაზე იმუშავებს ცალკე სექცია მაგისტრანტ-დოქტორანტებისთვის;


კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია 2022 წლის 15 ნოემბრამდე;

შერჩეული მოხსენებების შესახებ ავტორებს ეცნობებათ პერიოდულად;

 

კონფერენციის შემდეგ შერჩეული მოხსენებები დაიბეჭდება სამეცნიერო ჟურნალ ”სემიოტიკის” 22-ე ნომერში.


კონფერენციის სამუშაო ენაა: ქართული

კონფერენცია გაიმართება ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, პირისპირ რეჟმში. 


დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: ფეისბუკის სემიოტიკის კვლევითი ცენტრის გვერდზე.

 

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:  https://bit.ly/3RJQT4h

 


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა