GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის იმიტირებული სასამართლო პროცესი
ოთხშაბათი, 22 ივნისი, 2022
2022 წლის 18 ივნისს, GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის ორგანიზებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში, გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი.
პროცესში მონაწილეობას იღებდნენ GAU-ს სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები.
აღნიშნული აქტივობა სტუდენტებისათვის პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გაღრმავებას ისახავს მიზნად.