23 დეკემბერს გაიმართა კონკურსის „2020 In A Nutshell“ გამარჯვებულების გამოვლენის ონლაინ ცერემონია.
“2020 In A Nutshell” პოსტერით, ვიდეოთი და 6 სიტყვიანი მოთხრობით მოყოლილი 2020 წელია. კონკურსის ჩატარების იდეა 2020 წელს, კოვიდპანდემიით გამოწვეული ცვლილებების კვალდაკვალ დაიბადა. GAU-ში ვიფიქრეთ, რომ მიუხედავად ყველა სირთულისა, 2020 წლის შეჯამებაც კი შეიძლება იყოს იმედის მომცემი და პოზიტიური. ამიტომ, ვთხოვეთ სტუდენტებს ორიგინალურად, კრეატიულად და სხარტად შეეჯამებინათ 2020 წელი. პოსტერების, ვიდეოების და 6 სიტყვიანი მოთხრობების უმრავლესობა გამოირჩეოდა იუმორითა და პოზიტივით.
დიდ მადლობას ვუხდით ჟიურის წევრებს შეფასებისთვის და თითოეულ კონკურსანტს მონაწილეობისთვის.
6 სიტყვიანი მოთხრობის კატეგორიაში გაიმარჯვა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერაული განათლების სკოლის სტუდენტმა ნინო ყურაშვილმა;
პოსტერის კატეგორიაში გაიმარჯვა ბიზნესის სკოლის სტუდენტმა გიორგი ქართველიშვილმა;
ხოლო, ვიდეოს კატეგორიაში გაიმარჯვა ასვეე ბიზნესის სკოლის სტუდენტმა გივი ნოზაძემ.
სამივე კატეგორიაში გამარჯვებულს ვულოცავთ 2020 წლის ორიგინალურად შეფასებას და 700 ლარიანი საპრიზო ფონდის მოგებას.