გადაწყვეტილებები, რომლებიც ცვლიან და განსაზღვრავენ შენს ცხოვრებას!
სოფო შუბლაძის სახელობის ყოველწლიურმა სტიპენდიამ წელს კიდევ უფრო მასშტაბური ფორმატით, მრავალფეროვანი შინაარსითა და ხედვებით გააერთიანა GAU-ს სხვადასხვა სკოლის სტუდენტები.
კონკურსის შინაარსი გადაწყვეტილებებს ეძღვნებოდა, რომლის გარშემოც GAUელებს უნდა შეექმნათ ვლოგი ან დაეწერათ ბლოგი და ესაუბრათ ნებისმიერ იმ გადაწყვეტილებაზე, რომელმაც შეცვალა ადამიანის ცხოვრება!
მასშტაბური რაოდენობის განაცხადები, შესარჩევი ეტაპები, უდიდესი კონკურენცია და ნახევარფინალური ეტაპისთვის შერჩეული 10 კონკურსატი.
დაა... სოფო შუბლაძის სახელობის 2023 წლის სტიპენდიატი გახდა... (29.12.23)
GAU-ს მედიცინის სკოლის სტუდენტი, Omkar Angolkar-ი, რომელიც პროექტის ფარგლებში და GAU-ში არსებული მულტიკულტურული გარემოს გათვალისწინებით, კიდევ უფრო მეტ სტუდენტს მისცემს შესაძლებლობას ჩაერთოს საუნივერსიტეტო საზოგადოებითვის მნიშვნელოვან ექსტრაკურიკულარულ აქტივობებში, გახდეს მათი თანაორგანიზატორი და მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც შეცვლის მის და გარშემომყოფელების ცხოვრებას.