სიახლეები და ღონისძიებები

საერთაშორისო მულტიდისციპლინარული კონფერენცია 2025 - დღის განრიგი!

საერთაშორისო მულტიდისციპლინარული კონფერენცია 2025 - დღის განრიგი!

სამშაბათი, 28 ოქტომბერი, 2025

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ორგანიზებით და საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ასოციაციის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 26-31 ოქტომბერს ტარდება საერთაშორისო მულტიდისციპლინარული კონფერენცია- "მულტიდისციპლინარული სამეცნიერო კვლევების გლობალური პრაქტიკა".

მულტიდისციპლინარული კონფერენციის მიზანია გააერთიანოს წამყვანი მეცნიერები და მკვლევრები, რომლებიც გაუზიარენენ ერთმანეთს თავის ცოდნას, ახალ იდეებს და საშუალება ექნებათ განიხილონ მათ შესაბამის სფეროებში არსებული სიახლეები და თანამედროვე ტენდენციები. გარდა ამისა, კონფერენცია ასევე სთავაზობს აკადემიურ პერსონალსა და დარგის ექსპერტებს ადგილობრივ და საერთაშორისო მონაწილეებთან შეხვედრისა და ურთიერთობის შესაძლებლობას.

  • კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული, თურქული
  • კონფერენციის ფორმატი: დასწრებული/ დისტანციური. 
  • კონფერენციაზე რამოდგენილი თემები დაიბეჭდება რეზენზირებად ჟურნალში. 
  • GAU-ს აკადემიური პერსონალისთვის და ლექტორებისთვის კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა, 
  • კონფერენციაში მონაწილოება დასაშვებია დოქტორანტითვის/ მაგისტრითვის მხოლოდ ხელმძღვანელთან ერთად
  • კონფერენციაში დისტანციური მონაწილეობა ფასიანია ნებისმიერი წარმომადგენლისთვის. 

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • რეზიუმის წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 05 ოქტომბერი
  • კონგრესის პროგრამის ანონსი: 2025 წლის 15 ოქტომბერი
  • რეგისტრაციისა და მონაწილეობის საფასურის გადახდის ბოლო ვადა: 2025 წლის 10 ოქტომბერი
  • ონლაინ სესიები: 2025 წლის 27-28 ოქტომბერი
    პირისპირ შეხვედრები (თბილისი, GAU ): 2025 წლის 30 ოქტომბერი
  • სრული ტექსტის გაგზავნის ბოლო ვადა: 2025 წლის 05 დეკემბერი
  • სამეცნიერო კრებულის გამოცემა: 2025 წლის 25 დეკემბერი

იხილეთ დღის განრიგისხვა დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://www.sciencegeorgia.com/ka/gau 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა