ინტერიერის დიზაინის სასერტიფიკატო კურსის 21-ე გამოშვება
ოთხშაბათი, 11 დეკემბერი, 2024
6 დეკემბერს (2024) ინტერიერის დიზაინის გაზაფხულის სასერტიფიკატო კურსზე სტუდენტებმა სწავლა დაასრულეს, საგამოცდო ნამუშევრები წარადგინეს და სერტიფიკატებიც მიიღეს.
სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალს კურსის ლექტორი ვიქტორია ბერიშვილი, უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა ნიშნიანიძე და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი ესწრებოდნენ.
„GAU-ს ინტერიერის კურსი შესაძლებლობას აძლევს დამწყებ დიზაინერებს და ინტერიერის დიზაინით დაინტერესებულ სხვა მსურველებს მოკლე დროში შეისწავლონ დიზაინისა და დეკორის ძირითადი პრინციპები და კრეატიული გადაწყვეტილებების ინტერიერში ასახვის გამოცდილება მიიღონ. მოხარულები ვართ, რომ ამ კურსის მიმართ დაინტერესება კურსიდან კურსამდე იზრდება.“ - განაცხადა თამთა ნიშნიანიძემ.
ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულებას და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას ვუსურვებთ!