სიახლეები და ღონისძიებები

ინტერიერის დიზაინის სასერტიფიკატო კურსის 23-ე გამოშვება

ინტერიერის დიზაინის სასერტიფიკატო კურსის 23-ე გამოშვება

სამშაბათი, 02 დეკემბერი, 2025

აჩვენე კალენდარზე

1 დეკემბერს (2025) ინტერიერის დიზაინის შემოდგომის სასერტიფიკატო კურსზე სტუდენტებმა სწავლა დაასრულეს და საგამოცდო ნამუშევრები წარმატებით წარადგინეს. დიპლომების გადაცემის ცერემონიალს კურსის ხელმძღვანელი ვიკა ბერიშვილი, უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი თამთა ნიშნიანიძე და GAU-ს პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი ესწრებოდნენ.

კურსდამთავრებულებს უკვე შეუძლიათ პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები, დამოუკიდებლად მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები და ეფექტურად დაგეგმონ ნებისმიერი შიდა სივრცე.

„GAU-ს ინტერიერის კურსი შესაძლებლობას აძლევს დამწყებ დიზაინერებს და ინტერიერის დიზაინით დაინტერესებულ სხვა მსურველებს მოკლე დროში შეისწავლონ დიზაინისა და დეკორის ძირითადი პრინციპები და კრეატიული გადაწყვეტილებების ინტერიერში ასახვის გამოცდილება მიიღონ. მოხარულები ვართ, რომ ამ კურსის მიმართ დაინტერესება კურსიდან კურსამდე იზრდება.“ - განაცხადა თამთა ნიშნიანიძემ.

ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულებას და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას ვუსურვებთ!

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა