Amsterdam International MUN Conference!

ორშაბათი, 04 დეკემბერი, 2023

აჩვენე კალენდარზე

Ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ამსტერდამის უნივერსიტეტის გაეროს მოდელირების კონფერენციის პარტნიორი ხდება და 2024 წელს, უნივერსიტეტის 10 სტუდენტს შესაძლებლობას მისცემს საქართველოს დელეგაციის სახელით, საეთაშორისო კონფერენციაში მიიღოს მონაწილეობა.

ეძიე შენი გადაწყვეტილებები გლობალურად!

რადგან GAU-ში, შენთვის, ვაგრძელებთ კიდევ უფრო მრავალფეროვანი საერთაშორისო შესაძლებლობების შექმნას, რადგან შენი ფიქრი, აზროვნება და ქმედება იყოს უფრო მასშტაბური, ამიტომ...

თუ გინდა გაიფართოვო ხედვა, გაიმდიდრო კავშირები და გაზარდო გავლენა, რაც მსოფლიო მასშტაბით მეტად კონკურენტუნარიანებად გაქცევთ, გამოგვყევი...

ამსტერდამის გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია ამსტერდამის უნივერსიტეტისა და მაკიაველის ასოციაციის მიერ შექმნილი პლატფორმაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს საერთაშორისო სტუდენტებს ჩაერთონ გაეროს მოდელირების ევროპულ ფორმატში.

ამსტერდამის უნივერსიტეტი, გაეროს მოდელირების ყოველწლიური კონფერენციით ქმნის გამორჩეულ შესაძლებლობას ახალგაზრდებისთვის მთელი მსოფლიოდან ცოდნისა და უნარების განვითარების, გლობალური ლიდერობისა და კავშირების გაღრმავებისთვის.

კონფერენციის ფარგლებში სტუდენტებს მიეცემათ საშუალება ჩაერთონ ცოცხალ დიპლომატიური და პოლიტიკური პროცესების მოდელირებაში, მიიღონ ცოდნა და გამოცდილება დიპლომატიის პრაქტიკული განზომილების შესახებ, მოირგონ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლის როლი და ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში!

GAU შეარჩევს 10 ახალგაზრდას, მათ, ვისაც პოლიტიკა, დიპლომატია, საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუტები და ახალი, ევროპული კავშირების გაღრმავება აინტერესებს.

მხოლოდ GAU-ს სტუდენტებისთვის, მოქმედებს სპეციალური პირობები. ყველა სხვა სტუდენტისთვის პროგრამის ღირებულება შეადგენს 900 ევროს (მხოლოდ GAU-ს სტუდენტებისთვის, პროგრამის ღირებულებაა 700 ევრო).

ღირებულება მოიცავს სრულ პაკეტს პროექტის ფარგლებში, გარდა ავია ბილეთისა:
• პროგრამის აკადემიურ ნაწილს და ყველა საჭირო ტექნიკურ მატერიალს;
• ცხოვრებას სასტუმროში 4 ღამის/5 დღე განმავლობაში;
• წინამოსამზადებელ ვორქშოპებს საქართველოში;
• ხელმძღვანელების თანხლებას კონფერენციის ფარგლებში;
• აეროპორტის ტრანსფერს;
• ინგლისურენოვან სერტიფიკატს;
• თანხა არ ფარავს ავია-ბილეთის საფასურს;

GAU-ს სტუდენტებმა რეგისტრაციისათვის უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3jAZ6MZ
სტუდენტების შერჩევა მოხდება სკოლის დეკანების მიერ.

ყველა სხვა უნივერსიტეტის სტუდენტი პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გაივლის სპეციალურ შესარჩევ პროცედურებს.
რეგისტრაცია სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის:  https://bit.ly/3iXovzT

რეგისტრაცია სრულდება 2023 წლის 20 დეკემბერს.


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა