სიახლეები და ღონისძიებები

GAU PR სკოლის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ონლაინ კურსი დასრულდა

GAU PR სკოლის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ონლაინ კურსი დასრულდა

სამშაბათი, 05 იანვარი, 2021

აჩვენე კალენდარზე

GAU PR სკოლის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ონლაინ კურსი 21 სექტემბერს დაიწყო და 26 დეკემბერს დასრულდა. კურსის ბოლოს მსმენელებმა წარადგინეს პრეზენტაციები სხვადასხვა PR აქტივობებზე. 29 დეკემბერს შედგა საზეიმო დაჯილდოვება, რომელსაც GAU-ს პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი, კურსის დამფუძნებლები, ლექტორები და მენტორები დაესწრნენ. მსმენელებს წინასწარ დაეგზავნათ დიპლომები, ატესტატები და სამახსოვრო საჩუქრები, ხოლო გამორჩეულ მსმენელებს PR სკოლის დამფუძნბლების პერსონალური რეკომენდაციებიც გადაეცათ. დაჯილდოვება ტრადიციულად ფიცის დადებით დასრულდა. ვულოცავთ თითოეულ კურსდამთავრებულს და მათ კარიერულ წინსვლას ვუსურვებთ!

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა