სიახლეები და ღონისძიებები

კარგი დისტრიბუციის პრაქტიკისა და შიდა აუდიტის სასერტიფიკატო კურსის VII ნაკადის გამოშვება.

კარგი დისტრიბუციის პრაქტიკისა და შიდა აუდიტის სასერტიფიკატო კურსის VII ნაკადის გამოშვება.

სამშაბათი, 16 ივნისი, 2026

აჩვენე კალენდარზე

15 ივნისს (2026) კარგი დისტრიბუციის პრაქტიკისა და შიდა აუდიტის სასერტიფიკატო კურსის VII ნაკადის გამოსაშვები ცერემონია გაიმართა. დიპლომების გადაცემის ცერემონიალს კურსის ხელმძღვანელი ტატა ჭანტურია და უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა ნიშნიანიძე დაესწრნენ.

პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დამოუკიდებლად განახორციელონ მაღალი დონის მენეჯერული საქმიანობები: ფარმაცევტული პროდუქციის მომარაგების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესების მართვა, ზედამხედველობა,  მატერიალური, სასაქონლო რესურსებისა და ფარმაცევტული დაწესებულებების  მართვა;

ასევე კონკურენტუნარიანი მარკეტინგული საქმიანობის განხორციელება ფარმაცევტული საქმიანობის ისეთ სეგმენტებში, როგორიცაა: ფარმაცევტული პროდუქტის დისტრიბუცია,  დასაწყობება, იმპორტი, ექსპორტი, ხარისხის კონტროლი, ლოჯისტიკა.

GAU კურსის კურსდამთავრებულებს წარმატებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას უსურვებს!

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა