
ადამიანური რესურსების მართვის განახლებული სასერტიფიკატო კურსის გამოშვება
ორშაბათი, 14 ივლისი, 2025
12 ივლისს (2025) GAU-ში ადამიანური რესურსების მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსის დაჯილდოება გაიმართა.
ღონისძიებას უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა ნიშნიანიძე და კურსის ხელმძღვანელი თამარ რობაქიძე უძღვებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ კურსი მოდიფიცირდა და განახლდა. კურსის ფარგლებში სრულად განახლდა, როგორც სილაბუსი, ისე ლექტორთა შემადგენლობა, რაც მონაწილეებს უფრო თანამედროვე და პრაქტიკულ ცოდნას აძლევს.
სერტიფიკატების მიღებამდე ჯგუფებად დაყოფილმა სტუდენტებმა ფინალური პროექტები პრეზენტაციის სახით წარადგინეს.
GAU ადამიანური რესურსების მართვის სასერტიფიკატო კურსის კურსდამთავრებულებს წარმატებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას უსურვებს!